პირველადი გაანალიზება
თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში კონტეინერიზაციის ტექნოლოგიები ყველგან გამოიყენება. ყველაზე პოპულარული პლატფორმა კონტეინერების სამართავად არის Docker. მისი საშუალებით კონტეინერების გამოყენება, აპლიკაციების შექმნა და გაშვება გაცილებით მარტივდება.
სამწუხაროდ, Docker-ს შეუძლია მყარ დისკზე საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავოს, და საბოლოოდ დისკი შესაძლოა მთლიანად გადაიტვირთოს.
არ აქვს მნიშვნელობა, იყენებთ Docker-ს საკუთარ მოწყობილობაზე თუ სერვერზე — ეს სახელმძღვანელო გასწავლით, როგორ გაანალიზოთ გამოყენებული დისკის სივრცე და როგორ გაწმინდოთ Docker არასაჭირო რესურსებისგან.
ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ, არის Docker-ის გაშვებული დემონი და ტერმინალი.
როგორ გავაანალიზოთ, რამდენ ადგილს იკავებს Docker?
შეგიძლიათ ნახოთ, რამდენ ადგილს იკავებს Docker, შემდეგი ბრძანების შესრულებით:
არგუმენტის -v დამატებით შეგიძლიათ მიიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია:
როგორც ხედავთ, თქვენ მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ:
-რამდენ ადგილს იკავებენ იმიჯები
-რამდენ ადგილს იკავებენ კონტეინერები
-რამდენ ადგილს იკავებენ ლოკალური ტომები
-რამდენ ადგილს იკავებს აწყობის ქეში build cashe
როგორ გავწმინდოთ Docker
შეგიძლიათ გაწმინდოთ Docker მთლიანად ან მხოლოდ მისი გარკვეული რესურსები — მაგალითად, იმიჯები, კონტეინერების ტომები ან ქეში.
იმისათვის, რომ წაშალოთ მაქსიმალურად დიდი მოცულობის მონაცემები (გარდა იმ კომპონენტებისა, რომლებიც ამჟამად გამოიყენება), უნდა შეასრულოთ შემდეგი ბრძანება:
$ docker system prune -a
არგუმენტი -a მიუთითებს გამოუყენებელ ან „დაკიდებულ“ კონტეინერებზე. თუ თქვენ არ მიუთითებთ -a, ბრძანება წაშლის მხოლოდ „დაკიდებულ“ იმიჯებს — ანუ იმიჯებს, რომლებსაც არ აქვთ თაგი და არ არიან დაკავშირებული სხვა იმიჯებთან.
თუ გსურთ წაშალოთ Docker-ის უმეტესობა რესურსების, მაგრამ შეინარჩუნოთ დათაგული იმიჯები, მაშინ უნდა გამოიყენოთ შემდეგი ბრძანება:
$ docker system prune
ეს ბრძანებები დაგეხმარებათ სწრაფად გაათავისუფლოთ ადგილი მყარ დისკზე. თუმცა, გარდა ამისა, შეგიძლიათ წაშალოთ ცალკეული კომპონენტებიც.
აი, რამდენიმე სასარგებლო ბრძანება:
გამოუყენებელი და „დაკიდებული“ იმიჯების წაშლა:
$ docker image prune
მხოლოდ „დაკიდებული“ იმიჯების წაშლა:
$ docker image prune -a
შეჩერებული კონტეინერების წაშლა:
$ docker container prune
გამოუყენებელი ტომების წაშლა:
$ docker volume prune
როგორ მართოთ Docker-ის მიერ გამოყენებული ადგილი მუდმივად
ზოგიერთი ბრძანება შეგიძლიათ შეასრულოთ ყოველდღიურად ან პლატფორმის ჩატვირთვისას. რათა არ დაივიწყოთ ამის შესახებ, შეგიძლიათ დაამატოთ პარამეტრი -f იმ ბრძანებას, რომელსაც გინდათ ავტომატურად შეასრულოთ.
მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულად წაშლისას Docker-ის რესურსებს, იმიჯების ჩამოტვირთვა უფრო ხშირად მოგიწევთ.
თუ დისკის სივრცის პრობლემები არ გაქვთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. უბრალოდ შეასრულეთ „გაწმენდა“ ყოველთვის, როცა დაინახავთ, რომ Docker ზედმეტად ბევრი ადგილი იყენებს.
დასკვნა
დღესდღეობით არსებობს მრავალი გზა, როგორ გაათავისუფლოთ Docker-ის დისკის ადგილი docker-ბრძანებების გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ ამ ბრძანებების ავტომატური შესრულებაც, თუ გსურთ პერიოდულად გაწმინდოთ Docker-ის რესურსები.